გენო ადამია სენაკში დაიბადა. იყო აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ–იყო სახალხო ლაშქრის რაზმების ერთ–ერთი ორგანიზატორი. ის არ იყო პროფესიონალი სამხედრო და ამას ხშირად აღნიშნავდა, რის გამოც მას სახალხო გენერალს ეძახდნენ. თუმცა შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურს ომში გამოჩენილი სამხედრო დამსახურებების გამო მაინც მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება.
აფხაზეთში მოგებული 12 ბრძოლისა და 12 დღიანი შეტევის მოგერიების შემდეგ ის ამბობდა- აფხაზეთი გაყიდულია, მაგრამ სანამ სული მიდგას ვიომებ- და თავისი სიტყვისთვის არ უღალატია. გენო ადამიამ 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას.აფხაზეთის ომში მასთან ერთად მისი ორი შვილი – გოჩა და ელგუჯა იბრძოდნენ.
მისი ბოლო სიტყვები იყო: -“მე ჩემს სოხუმს უკანასკნელ წუთამდე არ დავმთმობ!,თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის-ეს ბედნიერებაა-ამბობდა სახალხო გენერალი. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურთან 28 სექტემბერს.
გენო ადამია კოდორის ხიდთან მოკლეს, როდესაც უკან,დაცემულ სოხუმში შესვლას ცდილობდა. .ეს იყო წამი რომელმაც დანებებაზე უარის მთქმელი სახალხო გენერალი გენო ადამია გმირად აქცია.დიდება გმირებს!
Discussion about this post