კუკური (ზაზა) ინდიკოს ძე ანჯაფარიძე დაიბადა 1972 წლის 22 დეკემბერს ქალაქ სოხუმში.
კუკური ანჯაფარიძე 1993 წლის 14 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის I მოტომსროლელი ბატალიონის ასეულში ყუმბარმტყორცნელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ტამიშში, ლაბრასა და ცუგუროვკაში განხორციელებულ საბრძლო ოპერაციებში.
კუკური ანჯაფარიძე 1993 წლის 26 აპრილს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.