ზურაბ ილიას ძე აბშილავა 1958 წლის 18 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში დაიბადა. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. პარალელურად მუშაობდა რეკის ციტრუსების მეურნეობაში ბრიგადირად, 1987 წლიდან კი ოხურეის სასათბურე კომბინატში სათბურის ხელმძღვანელად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ზურაბ აბშილავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად. სოფელ ოხურეიში პირველი შეტაკებისას ზურაბ აბშილავა და მისი 3 თანამბრძოლი აფხაზი სეპარატისტების პირისპირ აღმოჩდნენ. მათ უკან დახევა არც უფიქრიათ და მტერთან არათანაბარ პირობებში მყოფებმა მაინც ბოლომდე -სიკვდილამდე იბრძოლეს. ზურაბ აბშილავა და მისი სამი მეომარი რიცხობრივად მეტმა აფხაზმა სეპარატისტებმა დაუნდობლად ჩაცხრილეს . ახალგაზრდა მებრძოლი დაიღუპა 1992 წლის 30 სექტემბერს. დაკრძალულია ოხურეის სასაფლაოზე. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
ზურაბ აბშილავამ თავი თავის სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირა.
ეს იყო წამი,რომელმაც რიცხობრივად უპირატესი მტრის პირისპირ უშიშრად მდგარი ზურაბ აბშილავა გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post