იური ომანაძე 1957 წლის 16 მარტს, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში დაიბადა. 1992 წელს, ომის დაწყების პირველი დღიდანვე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.იყო 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის პირველი მოადგილე. 1993 წლის 5 იანვრის შემოტევის დროს პირადად ხელმძღვანელობდა პირველ ასეულს,სადაც მოწინააღმდეგემ დიდი დანაკლისი განიცადა ხოლო ომანაძის შენაერთი უმსხვერპლოდ გამოვიდა საბრძოლო ტერიტორიიდან.
1993 წლის 16 მარტს, მოწინააღმდეგემ ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო.იური ომანაძე რამდენიმე მებრძოლთან ერთად საველე შტაბიდან მე-2 ასეულის მიმართულებით გავიდა, რომელთანაც კავშირი გამწყდარი იყო.ასევე იყო საშიშროება მათი ალყაში მოქცევის,რადგან მოწინააღმდეგემ გაარღვი მათი დაცვა. გამთენიისას, იურიმ ომანაძემ ექვს მებრძოლთან ერთად იერიში მიიტანა სახლზე, სადაც განლაგებული იყო მოწინააღმდეგე. სახლში 60-მდე კარგად შეიარაღებული ჯარისკაცი იმყოფებოდა.იური ომანაძე ამ უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. მისი ცხედრის გამოტანა მხოლოდ 18 მარტს მოხერხდა, მტრის სრულად განადგურების შემდეგ. დაკრძალულია სოფელ ზემო კელასურში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის იური ომანაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ეს იყო წამი,რომელმაც ალყაში მოქცეული თანამებრძოლების გასათავისუფლებლად უთანასწორო ბრძოლაში უშიშრად ჩართული იური ომანაძე გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post