სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ფრიდონ ალექსანდრეს ძე გეგენავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ფრიდონ ალექსანდრეს ძე გეგენავა დაიბადა 1970 წლის 31 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ფრიდონ გეგენავა 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონში პირველი ასეულის მე-2 ოცეულის ყუმბარმტყორცნელად.

1992 წლის 3 სექტემბერს, ფრიდონ გეგენავა გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ ბატალიონში დაბრუნდა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის ასეულის სნაიპერად დაინიშნა.

1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან ბატალიონის სარეზერვო ძალები, რომლის რიგებშიც იყო ფრიდონ გეგენავა, თავდადებით ებრძოდა მტერს, გაანადგურა რამდენიმე „ბოევიკი“ და  თვითონაც გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ფრიდონ გეგენავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

 

error: Content is protected !!