გოგი გურგენის ძე გოგიბერიშვილი დაიბადა 1963 წლის 18 აპრილს, გუდაუთის რაიონში, სოფელ ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ კი _ პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი ავტოშემკეთებლის სპეციალობით.
გოგი გოგიბერიშვილი ირიცხებიდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონში საინჟინრო მესანგრეთა ოცეულის მენაღმედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან. თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა და თავდადებულმა მებრძოლმა.
გოგი გოგიბერაშვილი დაიღუპა 1992 წლის 4 ოქტომბერს მდინარე გუმისთის მისადგომებთან მოწინაღმდეგის მიერ განხორციელებული საარტილერიო იერიშის დროს.
დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ ბირცხაში.