შალვა შოთას ძე გუგუშვილი დაიბადა 1971 წლის 21 აპრილს ქალაქ სოხუმში.
შალვა გუგუშვილი 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის, მე-3 ასეულის მე-3 ოცეულის მსროლელად. ის აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.
შალვა გუგუშვილი იყო მამაცი და უშიშარი მებრძოლი. 1992 წლის 12 დეკემბერს პოზიციური ბრძოლების დროს დაიჭრა, მაგრამ თავისი საბრძოლო პოზიცია არ მიუტოვებია.
1993 წლის 6 ივნისს მორიგი დავალების შესრულების დროს შალვა გუგუშვილი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შალვა გუგუშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.