თამაზ მიხეილის ძე თოდუა დაიბადა 1955 წლის 31 დეკემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ოქტომბერში.
თამაზ თოდუა 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირად შემადგენლობაში საკომენდანტო ათეულის მარეგულირებლად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.
1993 წლის 5 იანვრის საბრძოლო მოქმედებების დროს, თამაზ თოდუა სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე დაიღუპა.