გრიგოლ ვალტერის ძე ფარცვანია დაიბადა 1966 წლის 22 სექტემბერს. 1984 წელს დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი.
ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ვალტერ ფარცვანია, 1993 წლის მაისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელთა ბატალიონის მე-3 ასეულის პირველი ოცეულის მსროლელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 22 აგვისტოს აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო მოლაპარაკება დაარღვია და განახორციელა მე-3 ასეულის საარტილერიო სანაღმსატყორცნო ცეცხლდაშენა. ერთ-ერთი ნაღმი პირდაპირ საცეცხლე პოზიციას დაეცა, სადაც გრიგოლ ფარცვანია თავის ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ნაღმის აფეთქების შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
გრიგოლ ფარცვანია დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.