ირაკლი ვალტერის ძე ფარცვანია დაიბადა 1974 წლის 21 თებერვალს ქალაქ სოხუმში. 1991 წელს დაამთავრა სოხუმის მე-11საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1992 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-3 მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მექანიზირებულ ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 22 აგვისტოს მოწინააღმდეგე მხარემ დროებითი ზავი დაარღვია და მე-2 ბატალიონის პოზიციებზე ნაღმსატყორცნიდან სამი სროლა განახორციელა. ერთ-ერთი აფეთქების შედეგად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებული მებრძოლი ირაკლი ფარცვანია. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.