ნოდარ ლავრენტის ძე ქალდანი დაიბადა 1966 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში მრავალშვილიან ოჯახში. საშუალო სკოლა სოხუმში დაამთავრა. იყო ეროვნული მოძრაობის ერთერთი აქტიური მონაწილე.
1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამოინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში.
ნიდარ ქალდანი 1993 წლის 16 მარტს გმირულად დაიღუპა გუმისთის მისადგომებთან.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ნოდარ ქალდანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. ნოდარ ქალდანი დაკრძალულია კოდორის ხეობაში – სოფელ ომარიშარაში.