სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

როინ რადიონის ძე შამუგია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

როინ რადიონის ძე შამუგია დაიბადა 1962 წლის 23 ივნისს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ზუგდიდის საბუღალტრო ტექნიკუმში. მოიხადა  სავალდებულო-სამხედრო სამსახური, მსახურობდა საზღვაო ფლოტში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2   საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის სადაზვერვო ოცეულის მეთაურის მოადგილედ.  ხოლო 1993 წლის 1 მაისიდან  დაინიშნა სადაზვერვო  ოცეულის მეთაურად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მიდამოებში ჩატარებულ საომარ ოპერაციებში.

როინ შამუგია დაიღუპა 1993 წლის 26 სექტემბერს, ბატალიონის შტაბის მისადგომებთან, აფხაზ სეპარატისტებთან შეტაკების დროს. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში, მე-15 საშუალო სკოლის ეზოში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის როინ შამუგია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

როინ შამუგიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

error: Content is protected !!