სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

 მამუკა ბეროძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

მამუკა ბეროძე დაიბადა 1965 წლის 1 იანვარს ქალაქ სოხუმში. სოხუმის მე-11 საშუალო სკოლის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტში, რომლის დასრულებისთანავე ჩაირიცხა ამავე სასწავლებლის ასპირანტურაში, თუმცა, სამწუხაროდ, სამეცნიერო ხარისხის მიღებას ვერ მოესწრო.

მამუკა 23-ე ბრიგადის  მესამე ბატალიონის ერთ-ერთი ოცეულის მეთაური იყო. ის, 1993 წლის 19 სექტემბერს, აჩადარის მახლობლად მორიგი საბრძოლო იერიშის დროს დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მამუკა ბეროძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!