სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ზაურ შალვას ძე ხუბუტია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

ექიმი, მეცნიერებათა კანდიდატი ზაურ  შალვას ძე ხუბუტია დაიბადა 1944 წელს ქალაქ სოხუმში.

ზაურ ხუბუტია აფხაზეთის კონფლიქტის პირველსავე დღეს ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა რიგებში. მას ყველგან ნახავდით  სამედიცინო ჩანთითა და ავტომატით ხელში. 2 ივლისს, დესანტის გადმოსხმის დროს, დაჭრილების გამოყვანისას თავად დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებია.
ზაურ ხუბუტიას სასწრაფო დახმარების მანქანით გამოჰყავდა დაჭრილები ბრძოლის ველიდან და აგუძერის ჰოსპიტალში აბინავებდა.
1993 წლის 27 სექტემბერს, როცა სოხუმის ქუჩები სავსე იყო დაჭრილებით, როცა მთავრობის სახლი უკვე მტერს ეკავა, ზაურ ხუბუტიას არც მაშინ დაურღვევია „ჰიპოკრატეს ფიცი“  _  ალმოდებულ სოხუმში დაჭრილების გადასარჩენად თავს არ ზოგავდა. თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანა აფეთქდა… თანამებრძოლებმა ზაურ ხუბუტიას ცხედარი ცეცხლის ხაზიდან გამოასვენეს და სოფელ მერხეულში, ერთ-ერთ ფერდობზე დაკრძალეს.
დევნილობის შემდეგ, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ პოლიკლინიკას მისი სახელი მიენიჭა და ეწოდება _ შ.პ.ს. „ზაურ ხუბუტიას სახელობის დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი დიოსკურია“.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაურ შალვას ძე ხუბუტია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!