მამუკა ალექსანდრეს ძე მიქავა დაიბადა სოხუმში 1964წ 11 მაისს.
1992 წლის10 ოქტომბრიდან ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს ბატალიონის მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე კაპიტნის წოდებით.აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 1993 წელს 16 მარტს ბრძოლების ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში გუმისთაზე დაქირავებულ ბოევიკებთან შეტაკების დროს მამუკა მიქავა ალყაში მოექცა .დაჭრილმა კაპიტანმა ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი არჩია-ხელყუმბარა გახსნა და თავი აიფეთქა და მტერი შეაჩერა. აფეთქების შედეგად მის ცხედართან 17 დახოცილი ბოევიკი ეყარა.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ.
ეს იყო წამი,რომელმაც მამაცი კაპიტანი მამუკა მიქავა გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post