გულადი (ზურიკო) ვანოს ძე დანელია დაიბადა 1965 წლის 16 აპრილს ოჩამჩირის რაიონში. დაამთავრა ახალი კინდღის საშუალო სკოლა. მუშაობდა კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკაში.
რიგითი გულადი (ზურიკო) დანელია 1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-3 ასეულში რიგით მებრძოლად. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რასაც აწარმოებდა მე-3 ასეული _ ლაბრა, ტამიში, ანარხუ, ათარა აფხაზსკაია, კინდღის მონაკვეთებში. რიგითი დანელია იყო სანიმუშო და კეთილსინდისიერი მებრძოლი.
გულადი დანელია 1993 წლის 2 ივლისის ცნობილი მოვლენების დროს, ტამიშში მტერთან შეტაკების დროს მამაცურად აღესრულა. დარჩა მეუღლე და შვილი. დაკრძალულია ქალაქ ოჩამჩირეში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გულადი დანელია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.