მიტუშა აპოლონის ძე კუხალაშვილი დაიბადა 1942 წლის 7 აპრილს ხონში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა რუსეთში. მუსაობდა მოძრავ-მექნიზირებული ბრიგადის ინჟინერ-მშენებლად. ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იყო მამაცი და უშიშარი მეომარი.
1992 წლის 11 ნოემბერს, მორიგი საბრძოლო დავალების შესრულებისას მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.
მიტუშა კუხალაშვილს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.