ვალერი თოთორის ძე მუშკუდიანი დაიბადა 1960 წლის 22 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1966-1977 წლებში სწავლობდა ახალდაბის პირველ საშუალო სკოლაში. 1981-86 წლებში მსახურობდა სოხუმის შსს-ში, რიგით თანამშრომლად.
ვალერი მუშკუდიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში პირველივე დღიდან აქტიურად ჩაება. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ახალდაბის მე-2 ასეულში ათეულის მეთაურად. ვალერი მონაწილეობდა კინდღი-ტამიშის გზის გახსნაში, ძველი კინდღის, ანარხუს, აძიუბჟის გაწმენდით ოპერაციებში, ათარა-აფხაზსკაიაში მიმდინარე ბრძოლებში, სოფელ ახალდაბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცვაში.
ვალერი მუშკუდიანი 1993 წლის 2 ივნისს, ათარა-აფხაზკაიას პოზიციებზე ერთ-ერთი თავდასხმის დროს გმირულად დაიღუპა. თანამებრძოლებმა საბრძოლო პოზიციიდან დიდი რისკის ფასად გამოასვენეს.
ვალერი მუშკუდიანი დაკრძალულია სოფელ ახალდაბის სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვალერი მუშკუდიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის