მელის (არჩილ) შალვას ძე ნაროუშვილი დაიბადა 1947 წლის 1 ოქტომბერს მარტვილის რაიონის სოფელ კიწიაში. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. მუშაობდა მძღოლად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მელის ნაროუშვილი 1993 წლის თებერვლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის, მე-2 ასეულის მე-2 ოცეულში, მეთაურად.
1993 წლის 19 სექტემბერს ახალდაბაზე თავდასხმისას აფხაზმა სეპარატისტებმა ვერაგულად მოკლეს. მისი საფლავი უცნობია.