სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

თენგიზ ვალიკოს ძე ნემსიწვერიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

თენგიზ ვალიკოს ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1967 წლის 12 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1989 წელს დამთვარა ახალდაბის საშუალო სკოლა. სავალდებულო-სამხედრო  სამსახური მოიხადა ქალაქ ნიკოლაევში, სადაც დაამთავრა სატანკო სამეთაურო სკოლა და მსახურობდა სატანკო ნაწილში განყოფილების მეთაურად. მაღალკვაფიციური და ერთგული  სამსახურისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. დემობილიზაციის შემდეგ თენგიზ ნემსიწვერიძე  მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნდა და  სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მესამე კურსიის სტუდენტი იყო როცა აფხაზეთი ომის ქარცეცხლში გაეხვია…

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თენგიზ ვალიკოს ძე ნემსიწვერიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში, კერძოდ ათარა-არმიანსკაიას და  ათარა-აფხაზსკაიას მიმართულებით. თენგიზ ნემსიწვერიძე გამოირჩეოდა ვაჟკაცობით, გამბედაობითა და სამხედრო გამჭრიახობით, ამიტომაც ის ოცმეთაურად დაინიშნა.

 

თენგიზ ნემსიწვერიძე 1992 წლის 3 დეკემბერს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, სოფელ ათარა-აფხაზკაიაში გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.

            საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  თენგიზ ნემსიწვერიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  III ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!