სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

სოკრატ უჩას ძე ნემსიწვერიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

სოკრატ უჩას ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1946 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ სასწავლებელში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა ყაზახეთში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, სოკრატ ნემსიწვერიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსმე-2 საარმიო კორპუსის  23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ათარა-არმიანსკაიასა და ათარა-აფხაზსკაიას მიმართულებით გამართულ  ბრძოლებში. განსაკუთრებული გამბედაობა და სიმამაცე გამოიჩინა  ახალდაბიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს. სოკრატი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობისათვის.

სოკრატ ნემსიწვერიძე 1993 წლის 9 მარტს, სოფელ ათარა-აფხაზსკაიასთან გამართული საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.  დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.

სამშობლოსათვის დაღუპული გმირები არ კვდებიან! მათ სახელს მუდამ მადლიერებით მოიხსენიებს შთამომავლობა.

 

error: Content is protected !!