რომან იროდის ძე შონია დაიბადა 1958 წლის 9 მარტს გულრიფშის რაიონის სოფელ ზემო ფშაფში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ხონის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში ზ/რიგითად.
1992 წლის 10 დეკემბერს მტრის ავიაციამ დაბომბა კოდორის ხიდის პოზიციები, რა დროსაც რომან შონია დაიღუპა.