დემურ ბეგის ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1948 წლის 5 თებერვალს ცაგერის რაიონის სოფელ ისუნდერში. ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. მუშაობდა სოხუმის №1 ავტოპარკში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, დემურ ჩაკვეტაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. მონაწილეობდა არაერთ რთულ და საპასუხისმგებლო ოპერაციაში.
დემურ ჩაკვეტაძე დაიღუპა 1993 წლის 9 მარტს, ათარა-არმიანსკაიას მიმდებარედ მტერთან შეტაკების დროს. დაკრძალულია სოფელ ახალდაბის სასაფლაოზე.
დემურ ჩაკვეტაძეს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის დემურ ჩაკვეტაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.