სოსო ინდიკოს ძე ძაძამია დაიბადა 1965 წლის 26 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1981 წელს დაამთავრა ახალდაბის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, სოსო ძაძამია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში მოხალისედ. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
სოსო ძაძამია დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს სოფელ ახალდაბასთან, ერთ-ერთი შემოტევისას.