დიონ შალვას ძე ჭითანავა დაიბადა 1937 წლის 10 დეკემბერს. დიონი გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში ცხოვრობდა, მუშაობდა გულრიფშის სატყეო მეურნეობაში. დიონ ჭითავა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიური მეომარი თანამებრძოლებს შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა, მეთაურთა ბრძანებებს პირნათლად ასრულებდა.
დიონ ჭითანავა, 1993 წლის 29 სექტემბერს, სოფელ კინდღის მისადგომებთან გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ კინდღში.
დიონ ჭითანავას დარჩა მეუღლე და ხუთი შვილი.