ფრიდონ დავითის ძე ხაინდრავა დაიბადა 1935 წელს. აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1992 წლის ოქტომბრიდან მონაწილეობდა. მოხალისედ ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. იყო დისციპლინირებული და მამაცი მეომარი. თანამებრძოლებში ნდობით და სიყვარულით სარგებლობდა.
ფრიდონ ხაინდრავა დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს , მოწინააღმდეგესთან უთანასწორო ორთაბრძოლის დროს.