ვასილ გარაშენკო 1965 წელს, ქალაქ სოხუმში დაიბადა უკრაინული წარმოშობის ოჯახში. დაამთავრა სოხუმის მე-4 საშუალო სკოლა, შემდეგ როსტოვის საზღვაო სასწავლებელი და ისევ სოხუმში დაბრუნდა. ომის დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაეწერა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 1 მოტომსროლელთა ბატალიონში ჩაირიცხა. საბრძოლო მოქმედებების დროს იყო ოცეულის სნაიპერი. 1993 წლის 15 მარტს მტერმა სოხუმის შტურმით აღება გადაწყვიტა. გარიჟრაჟზე ინტენსიური შეტევა დაიწყო. ვასილი გოროშენკო პირისპირ შეხვდა მტერს. ზედიზედ სამი ყუმბარა ესროლა და საკუთარი სიცოცხლის ფასად ააფეთქა მტრის მეომრები.
ვასილი გაროშენკოს დაღუპვის შემდეგ საქართველოში მისი ძმა ნიკოლაი გარაშენკო ჩამოვიდა და საკუთარი ძმის სახელზე ქართულ ჯარს შეუერთდა.ნიკოლაი გარაშენკო 1993 წლის ივლისში ძმის მსგავსად გმირულად დაიღუპა აფხაზეთში. დაღუპვამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ფუკანასკნელი აღმოჩნდა ნიკოლაი გარაშენკოსთვის.
ორივე ძმის დაღუპვის შემდეგ მათი ადგილი ქართულ ჯარში მათმა დამ დაიკავა.
ვასილი გარაშენკო დაჯილდოვებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის სიკვდილის შემდეგ.
ეს იყო წამი,რომელმაც უკრაინელი ძმები ვასილი და ნიკოლაი გარაშენკოები გმირად აქცია .
დიდება გმირებს!
Discussion about this post