გოჩა ზაურის ძე დანელია დაიბადა 1970 წლის 21 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში. დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტში, კამჩატკაზე. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო უკრაინის სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტუტში.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს გულანთებული ვაჟკაცი გულგრილი არ დარჩა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. გოჩა დანელია ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში. იგი უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, ქვემო ეშერაში _ ბატალიონის საბრძოლო პოზიციებზე, მომხდური მტრის შემოტევების მოგერიებისას.
1993 წლის 17 სექტემბერს, ბატალიონის მე-4 ასეულის პოზიციების მიმდებარედ, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას გოჩა დანელია უგზო-უკლოდ დაიკარგა