იგორი მაკარის ძე თოფურია დაიბადა 1938 წლის 21 სექტემბერს. დაამთავრა სოფელ მერხეულის საშუალო სკოლა. 1955-1958 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში ქ. ჩელიაბინსკში. 1969 წელს შექმნა ოჯახი დინარა კინწურაშვილთან, შეეძინათ შვილები _ მერაბი და ინგა. ოჯახი სოფელ ბაღმარანში ცხოვრობდა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იგორიც დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 12 სექტემბრიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის საავტომობილო ოცეულში მძღოლად. იგორ თოფურია ავტომანქანით ამარაგებდა წინა ხაზზე მყოფ თანამებრძოლებს ტყვი-წამლით და ტანკის ჭურვებით. ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს 1993 წლის 2 ივლისს ბატალიონის პოზიციებზე იგორის ავტომანქანას ცეცხლი გააუხსნა მოწინააღმდეგის მართვადმა რაკეტამ, ჭურვის აფეთქების შედეგად იგორ თოფურია გარდაიცვალა.