სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მალხაზ თოფურია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

მალხაზ თოფურია დაიბადა 1971 წლის 7 ივლისს ქალაქ სოხუმში. კეთილი, დინჯი, მოსიყვარულე მალხაზი ირგვლივ ყველას აბედნიერებდა… სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა… გვერდზე გადადო გეგმები და ოცნებები  და როცა ქვეყანას გაუჭირდა ხელში იარაღი აიღო… სხვას არაფერს ართმევდა, თავისას იცავდა, იმ მიწას, რომელმაც შობა, სადაც ფეხი აიდგა, სადაც  სიცოცხლე უხაროდა…

მალხაზი 1992 წლის  1 ნოემბერს ჩაირიცხა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6  სატანკო  ბატალიონის მე-3 ასეულში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მალხაზ თოფურიამ  თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. პირნათლად ასრულებდა მეთაურის  მიერ გაცემულ ბრძანებებს.  თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

მალხაზ თოფურია 1993 წლის 28 სექტემბერს ქალაქ სოხუმში მდინარე კელასურთან შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა,  სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი გამოყვანა, დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

error: Content is protected !!