სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

რევაზ ირაკლის ძე კვარაცხელია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

რევაზ ირაკლის ძე კვარაცხელია დაიბადა 1958 წლის 11 მარტს ზუგდიდში.  ზუგდიდის №4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1977 წელს აკადემიის დამთავრების შემდეგ  მუშაობა დაიწყო ქალაქ სოხუმში.

მეგობრობით, ვაჟკაცობით გამორჩეული ვაჟკაცი აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონის

პირველი ასეულის რიგით მებრძოლად. 1992 წლის სექტემბრიდან აქტიურად მონაწილეობდა მდინარე გუმისთასთან გამართულ ბრძოლებში.
რევაზ კვარაცხელია, მოწინააღმდეგის ერთ-ერთი შემოტევის დროს, 1992 წლის 9 დეკემბერის საღამოს, მდინარე გუმისთის პირას, საავტომობილო ხიდის მახლობლად, სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. თანამებრძოლებმა (ანზორ კვარაცხელია, იური ჯიშკარიანი, ვახო ჯიშკარიანი) მოახერხეს დაღუპულის ტყვიების წვიმიდან გამოყვანა.

რევაზ კვარაცხელია დაკრძალულია ქალაქ ზუგდიდში.

რევაზ კვარაცხელიას დარჩა ცოლ-შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რევაზ კვარაცხელია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

 

error: Content is protected !!