სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გაიოზ ფაცაცია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

გაიოზ ფაცაცია დაიბადა 1951 წლის  3 თებერვალს ქალაქ სოხუმში. სოფელ  შრომის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. მუშაობდა დრანდის ბინათმშენებლობის კომბინატში. შექმნა ლამაზი ოჯახი _ ლია ქვარცხავასთან, შეეძინათ ორი შვილი (ოთარი და ლიკა). თითქოსდა ოჯახს ბედნიერებისათვის არაფერი აკლდა, მშობლები მუხლჩაუხრელად შრომობდნენ ოჯახის საკეთილდღეოდ…, მაგრამ დაიწყო აფხაზეთის ომი და გაიოზიც თავისი მეგობრებისა და მეზობლების მსგავსად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 12 სექტემბრიდან

გაიოზი ირიცხებოდა  23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველი ასეულის მე-3 სატანკო ოცეულის მეთაურად, გაიოზი უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, (ქვემო ეშერაში) მტრის შემოტევების მოგერიების დროს. 1993 წლის 16 მარტს გაიოზი დაიჭრა, გამოჯამრთელების შემდეგ იგი კვლავ დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით.

საბედისწერო აღმოჩნდა გაიოზ ფაცაციასათვის 4 ივლისის შემოტევა.  ოცეული, რომელშიც იბრძოდა გაიოზი შეეჯახა მათ საბრძოლო პოზიციებზე შემოსული მოწინააღმდეგის სადაზვერო ჯგუფს. ხანმოკლე ბრძოლისას გმირულად დაიღუპა გაიოზი და მისი ხუთი  თანამებრძოლი.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გაიოზ ფაცაცია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  III ხარისხის ორდენით.

გაიოზ ფაცაცია დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ  ვარჩეში.

error: Content is protected !!