სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვასილ ენვერის ძე ჯიშკარიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ვასილ ენვერის ძე ჯიშკარიანი დაიბადა 1969 წლის 27 თებერვალი. დაამთავრა გულრიფშის  საშუალო სკოლა. 1987-1990 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში ქალაქ სევასტოპოლში. დემობილიზაციის შემდეგ მშობლიურ კუთხეში კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.

 

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ვასიკო მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის 1-ლი ასეულის მე-2 ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე.  ვასიკო პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და თანამებრძოლებთან ერთად  მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მომხვდურ მტერს.

ვასილ ჯიშკარიანი 1993 წლის 2 აპრილს ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას სოფელ ქვემო-ეშერასთან  საბრძოლო დავალების შესრულების დროს, სნაიპერის მიერ გამოსროლი ტყვიით სასიკვდილოდ დაიჭრა.

გამძლეომა და შვილის საფლავის ნახვის იმედი არ დაუკარგოს უფალმა ღმერთმა მის დედას ქალბატონ მერი დავითაია-ჯიშკარიანს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1993 წლის 16 მარტს სოხუმზე განხორციელებული ფართომაშტაბიანი შემოტევის მოგერიების დროს  გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვასილ ჯიშკარიანი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ვასილ ჯიშკარიანი დაკრძალულია სოფელ მაჭარაში.

error: Content is protected !!