სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გურამ ჯობეს ძე გაზდელიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-7 ბატალიონი

გურამ ჯობეს ძე  გაზდელიანი დაიბადა  1960 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ჩინში. 1978 წელს დაამთავრა სოფელ ჩინის საშუალო სკოლა. 1979 წლიდან სწავლობდა ქალაქ ტამბოვის სამშენებლო ინსტიტუტში დაუსწრებელ განყოფილებაზე.

სამშობლოზე გულანთებული ჭაბუკი, ომის პირველი დღეებიდან ჩადგა მამულის დამცველთა რიგებში. რიგითი  გურამ გაზდელიანი  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში. კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  23-ე მექანიზებული ბრიგადის მერხეულის პირველი სარეზერვო ბატალიონის მე-3 ასეულის, მე-2 ოცეულის მსროლელად.

1993 წლის 5 თებერვალს, მტერთან ბრძოლაში გურამ გაზდელიანი გმირულად დაიღუპა.

 

error: Content is protected !!