ავთანდილ მიხეილის ძე გოგუა დაიბადა 1957 წელს სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ავთანდილ გოგუა ირიცხებოდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. 1993 წლის 16 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების განახლების დროს, მტერმა ალყაში მოაქცია აჩადარის და შრომის მიმართულება. ავთანდილ გოგუამ მარტომ გაუწია მტერს წინააღმდეგობა და სოფელ თავისუფლების მხრიდან სოხუმში შემოსვლის საშუალება არ მისცა. ავთანდილ გოგუას ამ შემართების და სამხედრო სტრატეგიის წყალობით მის თანამებრძოლებს პოზიციების დაკავების შესაძლებლობა მიეცათ. მათ მტერი მოიგერიეს და სოხუმი დაიცვეს.
ავთანდილ გოგუა უთანასწორო შეტაკებაში ბოლომდე ,სიკვდილამდე იბრძოდა.ის ბრძოლის ველზე თანამებრძოლების შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაეცა.
ეს იყო წამი,რომელმაც თავგანწირული მეომარი ავთანდილ გოგუა გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post