ლევან შაქროს ძე გვარამია დაიბადა 1970 წლის 1 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის #1 საშუალო სკოლა . შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ლევან გვარამია ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის დაცვის ასეულის ე.წ. „სკორპიონის“ შემადგენლობაში. ლევან გვარამია აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა ასეული.
1993 წლის 16 მარტს ზეგანის მთაზე მიმდინარე საომარი მოქმედებებისას გვარამია სამ თანამებრძოლთან ერთად მარტო დარჩა მოწინააღმდიგის პირისპირ. ლევან გვარამიამ დაჭრილი თანამებრძოლი არ მიატოვა, ის იხსნა, მაგრამ თავად სასიკვდილოდ დაიჭრა, მისი ცხედრის გადმოსვენება მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა. ლევან გვარამია დაკრძალულია ქალაქ სოხუმში ლეჩქოფის სასაფლაოზე.
ლევან გვარამია დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ სიკვდილის შემდეგ.
ეს იყო წამი რომელმაც თავგანწირული მებრძოლი ლევან გვარამია გმირად აქცია!
დიდება გმირებს!
Discussion about this post