ნუგზარ ვარლამის ძე პაპავა დაიბადა 1956 წლის 15 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. ახლობლები მას „ცუგუნას „ ეძახდნენ.დაამთავრა კოჩარის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მუშაობდა კოჩარის ავტოპარკში .
აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე კოჩარაში ჩამოყალიბდა სოფლის თავდაცვის შტაბი, რომლის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ნუგზარ პაპავა. ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე – 2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში მეთაურის მოადგილედ. აქტიურად მონაწილებდა ბრძოლებში მათ შორის 1993 წლის 2 ივლისს ტამიშთან მტრის დესანტის განადგურების დროს.განსაკუთრებით უყვარდა პოეზია .ხშირად იმეორებდა პოეტის ცნობილ სტრიქონებს- „სნაიპერმა ბლინდაჟები შესძრა, შეაზანზარა არხვატელის მხრებსაც შვენის, მეომარის მაზარა …1993 წლის 16 სექტემბერს, როცა აფხაზეთში საომარი მოქმედებები განახლდა, ნუგზარ პაპავას ოჩამჩირის საზღვაო პორტიდან საბრძოლო ტექნიკა მიჰქონდა ცაგერისკენ, სადაც იმ მომენტისთვის ბრძოლის წინა ხაზი გადიოდა. ნუგზარ პაპავას ცაგერის გზაზე სნაიპერის ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე.
ეს იყო წამი რომელმაც მამაცი მეომარი გმირად აქცია!
დიდება გმირებს!
Discussion about this post