ბონდო სამსონის ძე ყურაშვილი დაიბადა 1951 წელს ქალაქ სენაკში 1972 წლიდან ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში. მუშაობდა სამშენებლო ობიექტზე.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 („ბაგრატიონის“) ასეულის შემადგენლობაში. 1993 წლის 2 იანვრიდან, ბონდო ყურაშვილი დაინიშნა დივიზიონის საინჟინრო მესანგრეთა ოცეულის ათეულის მეთაურად. მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ბონდო ყურაშვილი დაიღუპა 1993 წლის 15 იანვარს ტამიშის მისადგომებთან.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბონდო ყურაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.