ნიკოლოზ მიხეილის ძე ქარდავა დაიბადა 1925 წელს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ნიკოლოზ ქარდავა 1993 წლის თებერვლიდან მოხალისედ ირიცხებოდა ბატალიონ „ცხუმის“ შემადგენლობაში. ნიკოლოზ ქარდავა თანამებრძოლებს შორის ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა.
1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმზე განხორციელებული შტურმის დროს, სადგურის მიდამოებთან ჭურვის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
ნიკოლოზ ქარდავა დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.