კარლო კონსტანტინეს ძე ჩხენკელი დაიბადა 1928 წელს ქალაქ სოხუმში. კარლო კონსტანტინეს ძე ჩხენკელი ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტის წარმოების მართვის ორგანიზაციის კათედრის გამგე, საზოგადო მოღვაწე, ომის პირველი დღიდანვე აქტიურად ჩაება ქალაქ სოხუმის დამცველთა რიგებში, პირნათლად ასრულებდა მოხალისეთა ლაშქრის, ბატალიონ „ცხუმის“ ხელმძღვანელობის დავალებებს ახალგაზრდა თაობის სამხედრო შენაერთების გაწვევის საქმეში. ბატონ კარლოს ერთი დღეც არ დაუტოვებია სოხუმი, ბოლომდე იდგა მის დამცველთა რიგებში.
კარლო ჩხენკელი 1993 წლის 27 სექტემბერს საომარი მოქმედებების დროს, აფხაზეთის მთავრობის სახლის აღებისას, დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა.
კარლო ჩხენკელი დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.