ნუგზარ სერგოს ძე ჯოლია დაიბადა 1950 წლის 5 იანვარს აბაშის რაიონის სოფელ საგვაზაოში. სოხუმის მე-5 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მუშაობდა სოხუმის „ორგტექნიკაში“ ინჟინერ მომმარაგებლად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ნუგზარ ჯოლია ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის საკომენდატო ასეულში _ „ცხუმი“ _ ასეულის მეთაურის მოადგილედ. აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
1993 წლის 29 სექტემბერს ნუგზარ ჯოლია გურიფშის რაიონის სოფელ მაჭარკასთან გმირულად დაიღუპა.