მერაბ ნოშრევანის ძე კუტალია დაიბადა 1965 წლის 21 მარტს ქალაქ სოხუმში. 1978 წელს დაამთავრა სოხუმის მე-5 საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის სამშენებლო ფაკულტეტზე. ომამდე მუშაობდა ქალაქ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
აფხაზეთის ომში გაიწვიეს 1992 წელს. იბრძოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სააარმიო კორპუსის 23-ე მოტო-მექანიზირებული ბრიგადის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის დაცვის ასეულის შემადგენლობაში.
1992 წლის სექტემბერში მდინარე გუმისთაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა და კეთილსინდისიერმა მებრძოლმა. მერაბ კუტალია პოზიციური ბრძოლების დროს, მტრის არტილერიის მიერ ასეულის პოზიციების დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევებით მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა.
მერაბ ნოშრევანის ძე კუტალია დაკრძალულია სოხუმში.