დავით ომარის ძე ჩიხლაძე დაიბადა 1974 წლის 5 იანვარს ქალაქ გაგრაში.
საქართველოში დატრიალებული უბედურება ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ყმაწვილითვის საბედისწერო აღმოჩნდა. 1993 წლის მარტში დავითი მოხალისედ წავიდა აფხაზეთში. ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ასეულში. მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
დავით ჩიხლაძე სოფელ იაშთხვაში, 1993 წლის 23 სექტემბერს საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა.