სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჯემალ ნულორის ძე ცხვიტავა

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ჯემალ  ნულორის  ძე  ცხვიტავა  დაიბადა  1965  წლის  25   მარტს  ქალაქ  სოხუმში.  1983  წელს  დაამთავრა  სოხუმის  №5  საშუალო   სკოლა.  1987-1980  წლებში  მუშაობდა  სოხუმის   ქიმიურ  ქარხანაში  ცვლის  უფროსად.

აფხაზეთში   მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,  1992  წლის  25  სექტემბრიდან    ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  საკომენდანტო   ასეულის  მეთაურად.  1993  წლის  1  ივლისიდან  საკომენდანტო  ასეულის  ბაზაზე  შეიქმნა  სამთო-მსროლელი  ასეული.  ჯემალ  ცხვიტავა  დაინიშნა  სამთო-მსროლელი  მეთაურის  რადისტად.  მონაწილეობდა   ასეულის  მიერ  მდინარე  გუმისთის  მისადგომებთან, შრომა-კამანის,აჩადარასა  და  ათარა-აფხაზსკაიას  მიმართულებით  ჩატარებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.  1993  წლის  13    ივლისს,სოფელ   შრომაში  პოზიციური  ბრძოლების  დროს,ჯემალ  ცხვიტავა  გმირულად   დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავდადებისათვის  ჯემალ  ცხვიტავა, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III   ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!