სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ ბორის ძე ხოჭავა

კატეგორია: ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მოტომსროლელი ბატალიონი

ვახტანგ  ბორის  ძე  ხოჭავა  დაიბადა   1958 წლის  17  ივლისს  ქალაქ  ოჩამჩირეში.

მამა  მეორე  მსოფლიო  ომის   მონაწილე  იყო,  ხუთი  დის  ნებიერა  ძმას  ცივ  ნიავს  არ   აკარებდნენ.  დაამთავრა  ოჩამჩირის  მე-2  რუსული   საშუალო  სკოლა.

სამხედრო-სავალდებულო  სამსახური   გაიარა  ყაზახეთში, ბაიკონურის  კოსმოდრომის  ბაზაზე.

შემდეგ  ოჯახი  საცხოვრებლად  სოხუმში  გადავიდა.

ვახტანგ  ხოჭავა  ირიცხებოდა  საქართველოს  ეროვნული  გვარდიის  სოხუმის  მე-5  მოტომსროლელ  ბატალიონში. მონაწილეობდა   ბატალიონის   მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.

ბატალიონიდან  მიმაგრებული  იყო  სამხედრო  კომენდანტურაში.

ვახტანგ  ხოჭავა  1992  წლის  17  სექტემბერს  გმირულად  დაიღუპა.  დაკრძალულია  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ილორში.

ვახტანგ  ხოჭავას  დარჩა  მეუღლე  და  ქალიშვილი.

 

error: Content is protected !!