სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჰამლეტ სურენის ძე ადამიანი

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

ჰამლეტ  სურენის  ძე  ადამიანი  დაიბადა  1956  წლის  30  ნოემბერს  ქალაქ  თბილისში. 1981  წელს დაამთავრა  პოლტავის სამხედრო-საზენიტო  სასწავლებელი. ეროვნებით  სომეხი  თბილისელი  კაცი  აფხაზეთის  დასაცავად  ქართველი  მეგობრების  გვერდით  დადგა.  1992  წლის  1  ნოემბრიდან  1993  წლის  1 აპრილამდე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  239-ე   საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონის  შემადგენლობაში. იყო  დივიზიონის  პირველი   ბატარეის  მეთაური. აქტიურად  მონაწილეობდა  არაერთ  საბრძოლო  ოპერაციაში. იყო  დისციპლინირებული   და  სანიმუშო  მებრძოლი.  დივიზიონის  წევრებს  შორის  დამსახურებული  ავტორიტეტით სარგებლობდა.

1 აპრილს  239-ე   საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონის   პირველი  ბატარეის  საბრძოლო  პოზიციებზე, რომელიც  განლაგებული  იყო  ქალაქ  სოხუმის  შუქურას  რაიონში,ბეტონის  ქარხნის   ტერიტორიაზე, მოწინააღმდეგე   მხარემ  საღამოს, შებინდებამდე  მძიმე  საარტილერიო  დანადგარებით  იერიში  მიიტანა, რომლის  მოგერიებასაც  დაუყოვნებლივ  შეუდგა  პირველი  ბატარეის  პირადი  შემადგენლობა  ჰამლეტ  ადამიანის  მეთაურობით.

მძიმე  ბრძოლის  დროს    დაიჭრა  ერთ-ერთი  მებრძოლი, ჰამლეტმა  მოახერხა  მისი  გაყვანა   ბრძოლის  ველიდან. მისი  ადგილი   კი   საზენიტო  ქვემეხთან, თავად  დაიკავა.  მოწინააღმდეგის  მიერ  გასროლილი  ჭურვი  საბედისწერო  აღმოჩნდა  მისთვის.  ჰამლეტ  ადამიანი  გმირულად  დაიღუპა.

დაკრძალულია  ქალაქ  თბილისში, ავჭალის  სასაფლაოზე.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისათვის  ჰამლეტ  ადამიანი, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის   III  ხარისხის  ორდენით

error: Content is protected !!