სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

თენგიზ სერგოს ძე ბლიაძე

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

თენგიზ  სერგოს  ძე  ბლიაძე  ბორჯომის  მკვიდრი  იყო.დაიბადა   1955  წლის  1  ივნისს  ქალაქ  ბორჯომის  რაიონის  სოფელ  ყვიბისში. საშუალო  სკოლის   დამთავრებისთანავე  სამუშაოდ  რკინიგზას  მიაშურა.  შემდეგ  სამხედრო-სავალდებულო  სამსახურში  გაიწვიეს. მშობლიურ  ქალაქში  დაბრუნებულმა  ბორჯომის  მეორე  ჩამოსასხმელ  ქარხანაში  დაიწყო  მუშაობა.

თენგიზ  ბლიაძე  1992  წლის  27  ოქტომბერს  კი  ბორჯომის  სამხედრო  კომისარიატმა  აფხაზეთის  დასაცავად  გაიწვია.  იბრძოდა  სოხუმში., ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  239-ე  საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონის  შემადგენლობაში. იყო  გამორჩეულად  გამჭრიახი  და  თავდაუზოგავი  მებრძოლი.

თენგიზ ბლიაძე, 1993  წლის  28  სექტემბერს, შუქურას  რაიონში,მძიმედ  დაიჭრა  და  გარდაიცვალა.

საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის , ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  თენგიზ  ბლიაძე,სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!