სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ავთანდილ ვალერიანის ძე დაჩიბერიძე

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

ავთანდილ ვალერიანის ძე დაჩიბერიძე დაიბადა 1973 წლის 14 აგვისტოს ამბროლაურის რ-ნი, სოფ. გოგოლეთში. 1990 წელს დაამთავრა ქუთაისის 36-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

ზემდეგი დაჩიბერიძე ავთანდილ ვალერიანეს ძე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის მე-2 ოცეულში. ზემდეგ ა. ვ. დაჩიბერიძეს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული 239-ე საზენიტოსაარტილერიო დივიზიონის მიერ ჩატარებულ ძირითად საბრძოლო ოპერაციებში. საბრძოლო დავალებების შესრულების დროს გამოირჩეოდა მამაცობითა და პატრიოტიზმით.

1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის დროს.

დაკრძალულია სოფ. ბაბუშერას სასაფლაოზე 84-ე ნომრად. დარჩა ერთი შვილი გიორგი დაჩიბერიძე.

საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის , ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ავთანდილ დაჩიბერიძე სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.

 

error: Content is protected !!