სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

როლანდ ჟორას ძე თუთარაშვილი

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

როლანდ  ჟორას  ძე  თუთარაშვილი  დაიბადა  1968   წლის  10  ივლისს  ზესტაფონის  რაიონში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, როლანდ  თუთარაშვილი  1992  წლის  1  იანვრიდან   1993  წლის 19  სექტემბრამდე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  239-ე  საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონის  პირველი  ბატარეის  მე-2  ოცეულის , მე-2  ათეულში. მონაწილეობდა   არაერთ  სარისკო  და  საპასუხისმგებლო  საბრძოლო  ოპერაციაში. გამოირჩეოდა  მამაცობითა  და  პატრიოტული  სულისკვეთებით. ახალგაზრდა  მეომარი  თანამებრძოლებს  შორის  დამსახურებული   პატივისცემითა  და  სიყვარულით  სარგებლობდა.

1993  წლის   16  სექტემბერს, როდესაც  სეპარატისტებმა  მუხანათურად  დაარღვიეს  „სამშვიდობო  ხელშეკრულება“  და  შეუტიეს  ქალაქ  სოხუმის  სრულიად  მოშლილ  საბრძოლო  პოზიციებს, საჭირო  გახდა  ქალაქში  შემოსასვლელი  ადგილების  გამაგრება. სოფელ  იაშტუხის  მიდამოებში დივიზიონის  მეთაურმა  საბრძოლო  რაზმი  გაგზავნა, რომლის  შემადგენლობაში  იყო  როლანდ  თუთარაშვილი.  იგი  21   სექტემბრის  გააფთრებული  პოზიციური  ბრძოლების  დროს  სასიკვდილოდ  დაიჭრა. სამწუხაროდ,მისი  ცხედრის  ბრძოლის  ველიდან  გადმოსვენება  ვერ  მოხერხდა.

როლანდ  თუთარაშვილმა  დაგვიტოვა  ბრწყინვალე  მაგალითი  იმისა, თუ  როგორ  უნდა  იბრძოლო  სამშობლოსთვის, თუნდაც  საკუთარი  სიცოცხლის  ფასად.

error: Content is protected !!