სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

დავით ნოდარის ძე მორჩაძე

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

დავით  ნოდარის  ძე  მორჩაძე  დაიბადა  1968  წლის  2  თებერვალს  საჩხერის  რაიონში. აფხაზეთში  მიმდინარე  ქართულ-აფხაზური   შეიარაღებული  კონფლიქტის  დროს  დავით  მორჩაძე  ირიცხებოდა  საქართველოს   რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  239-ე  საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონის   შემადგენლობაში. უშიშარი  და  თავდადებული  ვაჟკაცი  მონაწილეობდა  ყველა  იმ  საბრძოლო  ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა  დივიზიონი.

დავით  მორჩაძე  დაიღუპა  1993  წლის  1  აპრილს შუქურაში, ბეტონის  ქარხნის   მიმდებარედ.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობისა, ვაჟკაცობისა  და   თავგანწირვისათვის  დავით  მორჩაძე, სიკვდილის  შემდეგ,  დაჯილდოვდა  მედლით  „მხედრული  მამაცობისთვის“.

error: Content is protected !!